მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უორენ ბაფეტის ვაჟი კოლუმბიაში კოკაინის ბიზნესს ებრძვის

ჰოვარდ ბაფეტი

ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორის, უორენ ბაფეტის ვაჟმა, ჰოვარდ ბაფეტმა ამბიციური მიზანი დაისახა - კოლუმბიაში კოკაინის ბიზნესთან ბრძოლა.

უკვე მრავალი წელია, რაც კოლუმბიაში ნარკოტიკების წარმოება ჩრდილოვანი ეკონომიკის და კრიმინალური დაჯგუფებების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს. მართალია, ამ ბიზნესით კონკრეტული დაჯგუფებები უდიდეს ფინანსურ სარგებელს იღებენ, თუმცა ამ არალეგალური საქმიანობის გამო, ქვეყნის ეკონომიკა ვერ ვითარდება, მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიიღმაა და ქვეყანა ტურისტულად თუ საინვესტიციოდ უცხოელებისთვის არამიმზიდველია.

კოლუმბიელი ფერმერების გადარჩენის მიზნით, ჰოვარდ ბაფეტმა $170-მილიონიანი საქველმოქმედო ინიციატივა შექმნა, რომელიც კოკაინის ხის კულტივაციით დაკავებული ფერმერებისგან მოსავლის გამოსყიდვას, მის განადგურებას და კოკაინის ხის სხვა მცენარეებით ჩანაცვლებას გულისხმობს.

ამ შემთხვევაში, კოლუმბიელებისთვის მთავარი გამოწვევა არა მოსავლის განადგურება, არამედ იმ კრიმინალური დაჯგუფებების მხრიდან მომავალი ზეწოლაა და დაშინებაა, რომელთაც ქვეყანაში ამ ბიზნესის შენარჩუნება სურთ. როგორც ჩანს, ბაფეტის ფონდი კოლუმბიელებს უსაფრთხოების გარანტიებს და სხვა ტიპის მხარდაჭერასაც სთავაზობს.

უნდა აღინიშნოს, რომ ჰოვარდის მამა, უორენ ბაფეტი ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედია, რომელიც ქონების 100%-ის გაცემას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ცხოვრების საერთო კონტრიბუცია დაახლოებით 200 მილიარდი დოლარი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები