მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უორენ ბაფეტმა Bank of America-ში ინვესტიცია $229 მილიონით შეამცირა

უორენ ბაფეტი Atlanta Braves

უორენ ბაფეტის საფინანსო ჰოლდინგმა, Berkshire Hathaway-მ Bank of America-ში $229 მილიონით ინვესტიციის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

ბაფეტის ჰოლდინგი Bank of America-ს მსხვილი აქციონერი 2011 წლიდანაა და შეიძლება ითქვას, რომ აქციების გაყიდვით ის ამჟამად მოგებას ანაღდებს, რაც საინვესტიციო საქმიანობის ნაწილია.

საერთო ჯამში, ბოლო პერიოდის განმავლობაში ბაფეტმა ამერიკული ბანკის $7-მილიარდიანი წილი გაყიდა.

თავად Berkshire-ს რაც შეეხება, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $974 მილიარდს აღწევს და საინვესტიციო ჰოლდინგების რეიტინგში ის პირველ ადგილს იკავებს. ხოლო Bank of America-ს შეფასება $303 მილიარდია და საერთაშორისო ბანკების რეიტინგში ის მეორე ადგილზეა, JPMorgan Chase-ის გვერდით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები