უორენ ბაფეტის საფინანსო ჰოლდინგმა, Berkshire Hathaway-მ Bank of America-ში $3 მილიარდით ინვესტიციის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
ბაფეტის ჰოლდინგი Bank of America-ს მსხვილი აქციონერი 2011 წლიდანაა და შეიძლება ითქვას, რომ აქციების გაყიდვით ის ამჟამად მოგებას ანაღდებს, რაც საინვესტიციო საქმიანობის ნაწილია.
ამჟამად Berkshire-ის წილი საბანკო კომპანიაში 6.9%-მდეა შემცირებული, რაც $40 მილიარდის ეკვივალენტია.
უორენ ბაფეტის განცხადებით, Bank of America შესანიშნავი კომპანიაა და მისი აქციების ფლობას საინვესტიციო ჰოლდინგი მომდევნო წლების განმავლობაშიც გეგმავს.
თავად Berkshire-ს რაც შეეხება, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $954 მილიარდს აღწევს და საინვესტიციო ჰოლდინგების რეიტინგში ის პირველ ადგილს იკავებს. ხოლო Bank of America-ს შეფასება $322 მილიარდია და საერთაშორისო ბანკების რეიტინგში ის მეორე ადგილზეა, JPMorgan Chase-ის გვერდით.