3 300 000 დოლარი - 2018 წელს ყველა რეკორდი მოიხსნა და სწორედ ამ ფასად გაიყიდა eBay-ზე სადილი მილიარდერ უორენ ბაფეტთან.
მყიდველმა ტრადიციულად ინკოგნიტოდ გადაწყვიტა დარჩენა, თუმცა ფაქტია მისი გადახდილი თანხა ყველა დროის ყველა რეკორდს ხსნის ბოლო 18 წლის განმავლობაში, გარდა 2012 და 2016 წლებისა, როდესაც სადილის თანახამ 3 456 789 დოლარი შეადგინა. ასევე, ძალაში რჩება მთავარი პირობა, რომ სადილის დროს საუბარი იქნება ნებისმიერ თემაზე, გარდა ბაფეტის პირადი საინვესტიციო გეგმებისა. ტრადიციულად, ლანჩის გამარჯვებულ მყიდველს ექნება საშუალება 7 ადამიანი დაასწროს ამ შეხვედრას.
ბაფეტთან ლანჩში გადახდილი თანხები, ტრადიციულად სრულად მიიმართება საქველმოქმედო ორგანიზაციის Glide Foundation ანგარიშებზე, რომელიც უსახლკაორებს ეხმარება ამერიკის მასშტაბით. როგორც წესი, ბაფეტი სადილობას ანუ ლანჩს მიირთმევს Smith & Wallenskky „სტეიქ ჰაუზში“, რომელიც თავის მხრივ ქველმოქმედებისთვის დაახლოებით 10.000 დოილარს ხარჯავს.

























