ზვიად მახარაშვილი
27 წლის
Senior Back-end დეველოპერი
ცხოვრების ტემპი – იმდენად სწრაფი, რომ უკვირს, როგორ ეწევა. არის შემთხვევები, როდესაც უსწრებს კიდეც
თვისებები – არის ცნობისმოყვარე და აქტიური
ინტერესები – ციფრული პროდუქტები, ავტომობილები, კრივი, თევზაობა, სკეიტბორდზე სრიალი და სხვა
უყვარს – ციფრულ სამყაროში მოგზაურობა
სამუშაო ადგილი – პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი საერთაშორისო კომპანია Upgaming
სამსახურში მოსწონს – ჩართულობა ინოვაციური და კრეატიული გადაწყვეტილებების მიღებაში
Upgaming-ი წარმოგიდგენთ ვიდეოების სერიას, რომელიც კამპანია „Upრინდის“ ფარგლებში შეიქმნა. ვიდეოსერია კომპანიის გუნდის წევრების ისტორიებს აერთიანებს, გვაცნობს მათ სამუშაო პროცესში და გვიყვება მათ ხედვებზე, ინტერესებსა და მისწრაფებებზე.
Upgaming-ი პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე და წარმოდგენილია 5 ქვეყანაში: საქართველოში, შვეიცარიაში, გერმანიაში, მალტასა და ბულგარეთში.