მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უპრეცედენტო პირობები Renault Captur-ის ახალი ავტომობილის შეძენისას

უპრეცედენტო პირობები Renault Captur-ის ახალი ავტომობილის შეძენისას
12.07.24 08:58
114

„რენო“ ცენტრი სპეციალური საზაფხულო აქციის ფარგლებში, მომხმარებლებს Renault Captur-ის ერთიანი გადახდით შეძენისას, 9000 ლარიან ფასდაკლებას სთავაზობს.

განსაკუთრებული ფასის გარდა, აქციის ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ავტომობილის ღირებულება გადაანაწილოს სამ წელზე, ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. საზაფხულო შეთავაზება მოიცავს საჩუქრად დაზღვევას სრულ პერიოდზე ან დროზე.

„ ჩვენ, „რენო“ ცენტრში, მუდმივად ვზრუნავთ მომხმარებლების საჭიროებებსა და საინტერესო აქციების შეთავაზებაზე. ამჯერად, ჩვენს შოურუმში მომხმარებლებს დახვდებათ Renault Captur, სპეციალური პირობებით, რომელიც შექმნილია აქტიური ურბანული ცხოვრებისათვის“ - აცხადებენ „რენო“ ცენტრში.

ფრანგული ბრენდის, Renault-ის აღნიშნული მოდელი 1.3 ტურბო ბენზინით, 7 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით, 17 დუიმიანი ალუმინის დისკებითა და სხვა მახასიათებლებით, მგზავრობის განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებლებს.

აქციის პირობებით სარგებლობის მსურველებს Renault Captur-ის გამოცდა ტესტ დრაივზე, წინასწარი რეგისტრაციით, შემდეგ ბმულზე შეუძლიათ: https://bit.ly/Captur-test-drive

„რენო“ საქართველო 2013 წლიდან Renault Group-ის ავტომობილების ოფიციალური დისტრიბუტორია. კომპანიის სათავო ოფისი, შოურუმსა და სერვის ცენტრთან ერთად, რომელიც ტექნიკური მომსახურების ფართო არჩევანს მოიცავს, თბილისში, ჯორჯ ბალანჩინის #36-ში მდებარეობს.

დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებ ან ფეისბუქ გვერდებს, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (322) 531 800.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები