მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ურბანულ სამსახურში ქალაქმშენებლობითი გადაწყვეტის მოთხოვნები აღარ დაგროვდება"

5b4f13a340c57
მეგი კავთუაშვილი
18.07.18 14:16
503
თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის ინფორმაციით, ურბანული სამსახურის შიდა მიმოწერაში 800-დე ქალაქმშენებლობითი გადაწყვეტის მოთხოვნა იყო დარეგისტირებული. ამჟამად კი დაგროვილი მოთხოვნებიდან მხოლოდ 200-მდე მოთხოვნაა დარჩენილი. მათ შორის, წითელი ხაზების და ფუნქციური ზონების კორექტირებასთან დაკავშირებით, გრგ-ის დავალებები, პროექტები და ე.წ. სპეცნებართვები.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ დარჩენილი 200 განაცხადი მივიდეს ადრესატამდე და გაეცეს პასუხები. შემდეგ უნდა აეწყოს სისტემა ისე, რომ დაგროვებები არ მოხდეს. მინდა მივმართო დეველოპერებს და არქიტექტორებს, ძალიან სწრაფად ეს პრობლემა იქნება მოგვარებული, იმუშავებს გამართულად და ამგვარ პრობლემებს აღარ წავაწყდებით მომავალში“ - განაცხადა კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები