მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ურბანული განვითარების სამსახურის უფროსი თანამშრომლებზე: "ისინი მემკვიდრეობით გვერგო"

5ab61b4593474
მეგი კავთუაშვილი
24.03.18 15:20
1732
თბილისის მერიის ურბანული განვითარების სამსახური 30 თანამშრომლით დაკომპლექტდა. სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ისინი არქიტექტურის სამსახურის ყოფილი თანამშრომლები არიან.

"ეს თანამშრომლები აყვანილ იქნენ არქიტექტურის სამსახურისა და ურბანული განვითარების სამსახურის გაყოფის შედეგად. ეს არის ის კადრები, რომლებიც მემკვიდრეობით გვერგო ამ ეტაპზე. თვისობრივად განსხვავებული ის არის, რომ პოლიტიკისთვის შეიქმნა ცალკე მიმართულება. გამოიყო მიმდინარე საკითხების მართვის ჯგუფი და ის ჯგუფი, რომელიც გენ. გეგმის საკითხებზე და გეგმარებით ამოცანებზე იმუშავებს. ჩვენი სამსახური ცალკე გამოყოფის შემდეგ უკვე ექსკლუზიურად იღებს ამ საკითხებზე მუშაობის პასუხისმგებლობას”,- განაცხადა "საქმის კურსის" ეთერში რუსუდან მირზიკაშვილმა.

ერთი თვის წინ თბილისის მერმა ურბანული განვითარების სამსახურის თანამშრომლების ვაკანტურ თანამდებობებზე ღია კონკურსი თბილისის მთავრობის სხდომაზე დააანონსა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები