მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ურბანული კვლევების ცენტრი VS მრავალფუნქციური ცენტრი გმირთა მოედანზე

გმირთა მოედნის სიახლოვეს მრავალფუნქციური ცენტრის პროექტთან დაკავშირებით ურბანული კვლევების ცენტრი განცხადებას ავრცელებს. რომელშიც აღნიშნულია, რომ დაგეგმილი განაშენიანება ეწინააღმდეგება მდგრადი და მედეგი განვითარების პრინციპებს, საქართველოს კანონს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და სატრანსპორტო პოლიტიკის პრინციპებსა და ამოცანებს.დაგეგმილი განაშენიანება არსებითად შეცვლის მთლიანად თბილისის ისტორიული ნაწილის სივრცით-გეგმარებით სტრუქტურას, მოსპობს ვერეს ხეობისა და მტკვრის სანაპიროს ღია და სარეკრეაციო სივრცეების შეკავშირების პოტენციალს და უარყოფით ზეგავლენას იქონიებს სატრანსპორტო მდგომარეობაზე.

"მიგვაჩნია, რომ დაგეგმილი განაშენიანება ეწინააღმდეგება მდგრადი და მედეგი განვითარების პრინციპებს, საქართველოს კანონს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და სატრანსპორტო პოლიტიკის პრინციპებსა და ამოცანებს" - წერია მრავალფუნქციური ცენტრის პროექტთან დაკავშირებულ მოხსენებაში.

სტუმარი: ნანო ზაზანაშვილი - ურბანული კვლევების ცენტრის პროექტების ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები