მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ურეკის პლაჟზე ქვიშის ხელოვნურად გაცხელების ინფრასტრუქტურის მოწყობაზე უნდა ვიფიქროთ”-სასტუმრო "კოლხიდა"

64245a6aa5306
ანუკა ჯოხაძე
29.03.23 23:52
1921
1 წლის წინ დაარსებულმა კურორტების განვითარების სააგენტომ ბიზნესს თავისი ხედვა ორშაბათს გააცნო. მათ შორის შეხვედრაზე საუბარი იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან დაანონსებულ პროექტზე, რომლის მიხედვითაც მთავრობა 2023 წელს 10 კურორტის რეაბილიტაციის დაწყებას გეგმავს.

როგორც სასტუმრო “კოლხიდას” დამფუძნებელი აცხადებს, ერთ-ერთი გამოწვევა, რომელიც შეხვედრაზე დასახელდა კურორტების ინფრასტრუქტურაა.

ხათუნა ლაგაზიძის თქმით, მისი მხრიდან გაჟღერებული ინიციატივა სეზონს ურეკში გახანგრძლივების საშუალებას მისცემს. მისი განმარტებით, ინიციატივა მნიშვნელოვანი იქნება მცირე ზომის სასტუმროებისთვისაც.

“ერთი-ერთი საკითხი, რომელიც დავაყენეთ, ვერ გეტყვით, რომ უახლოეს თვეების და წლების გადაწყვეტის საგანი შეიძლება გახდეს, მაგრამ პერსპექტივაში უნდა ვიფიქროთ იმაზეც, რომ ურეკის პლაჟის გასწვრივ ქვიშის ხელოვნურად გაცხელების ინფრასტრუქტურა მოეწყოს, რაც არამარტო მსხვილ სასტუმროებს, რომლებსაც იმის რესურსი აქვთ, რომ თავიანთ წიაღში გააკეთოს რაღაც მსგავსი. ეს საოჯახო სასტუმროებსაც გაუხანგრძლივებდა სეზონს, “- ამბობს სასტუმრო “კოლხიდას” დამფუძნებელი ხათუნა ლაგაზიძე.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები