მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ურეკში გაკეთებული ბულვარის ნაწილი სასაკლაოა“ - სასტუმრო "კოლხიდას" დამფუძნებელი

60ddeb4429f83
თათია ჩაფიჩაძე
01.07.21 21:00
2903
„ურეკში გაკეთებული ბულვარის ნაწილი სასაკლაოა“ - ეს განცხადება „საქმიანი დილის“ ეთერში სასტუმრო „კოლხიდას“ დამფუძნებელმა ხათუნა ლაგაზიძემ გააკეთა. მისი განმარტებით, წელს ბულვარის მოწყობა დაიწყო, თუმცა სამანქანო მოძრაობა არ ჩაკეტილა, რის გამოც დამსვენებლებისთვის საფრთხე ძალიან მაღალია.

ლაგაზიძე აქცენტს კურორტის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე აკეთებს და ამბობს, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან დაინტერესების შემთხვევავში, პროცესებში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებიც აქტიურად ჩაერთვებიან.

„ურეკი არის უმეტესად ბავშვთა და საოჯახო კურორტი და მის მიმართ დაინტერესება ნულოვანია. მხოლოდ გასულ წელს გაკეთდა წყალმომარაგება, კანალიზაცია და გაზიფიცირება. წელს კი დაიწყეს ბულვარის ნაწილის კეთება, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით სასაკლაოა, იმიტომ რომ არ ჩაკეტეს სამანქანო მოძრაობა. უპრეცედენტო რაღაც ხდება, არაერთხელ მივმართეთ და არ გაითვალისწინეს, პირდაპირ მანქანების შეჯიბრება იმართება ბულვარის ნაწილზე, ზედ სანაპირო ზოლზე, სასტუმროდან რომ ბავშვი მშობელს გაექცეს, შესაძლოა, მანქანამ გადათელოს და მერე ამ უბედურებაზე პასუხს ვინ აგებს?

გქონდეს ასეთი განძი, რომელსაც აქვს მთელი წლის მუშაობის რესურსი და ყველაზე მოუვლელი და უპატრონო იყოს, ამ პირობებში რა ეკონომიკურ განვითარებაზე ვსაუბრობთ? გასაგებია, რომ იქ განაშენიანება ისეა დარღვეული, რომ რთულია სპამარგალიტი გააკეთო, მაგრამ თუ არ დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა, არასდროს იქნება. არადა მას აქვს რესურსი, რომ გურიის და სამეგრელოს მიმდებარედ მოსახლეობა დაასაქმოს და სოფლის მეურნეობაც მიიბას, მაგრამ სისტემაურად და სტატეგიულად არავინ აზროვნებს.

ჩეხეთში არის მაგნიტოთერაპიის ინსტიტუტები, სადაც იმ შედეგს, რაც აქ ბუნებრივად დგება, სამედიცინო აპარატურის გამოყენებით აღწევენ. გავუგზავნეთ მათ ჩვენი კვლევები და აპირებდნენ 3 წლის ვადით ჩამოსვლას, უნდა მომხდარიყო პაციენტების დახვედრება და შედეგების შედარება, თუმცა ამ პროცესს მაშინ ხელი 2008 წლის ომმა შეუშალა. წლების შემდეგ კვირიკაშვილის ეკონომიკის მინისტრობისასაც მივმართეთ იგივე თხოვნით, მაგრამ მაშინ ამ თემით ჯანდაცვის სამინისტრო არ დაინტერესდა და დარჩა კურორტი წლების განმავლობაში უპატრონოდ. ყველანაირი ტიპის თანამშრომლობისთვის მზად ვართ მათ შორის ფინანსურ ნაწილშიც, ოღონდ კი დაიწყოს ამ მიმართულებით მუშაობა და ყურადღება გამოიჩინონ.“ - განაცხადა ლაგაზიძემ.

რაც შეეხება წლევანდელ სეზონზე კურორტის დატვირთულობის მაჩვენებელს და ფასებს, სასტუმრო „კოლხიდას“ მფლობელი ამბობს, რომ ინტერესი ამ ეტაპზე ადგილობრივი მოსახლეობისგან იკვეთება, ფასები კი 2019 წელთან შედარებით განახევრებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები