მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

სს

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს შეხვდა, - ამის შესახებ ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ლაიენი მადლობას უხდის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს „საერთო გამოწვევებზე კარგი დისკუსიისთვის“.

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროპაში, ვიცე-პრეზიდენტო ვენს. მადლობა კარგი დისკუსიისთვის ჩვენი, როგორც მოკავშირეების, საერთო გამოწვევებზე. უსაფრთხოებიდან და სტაბილურობიდან დაწყებული ტექნოლოგიის დიდ პერსპექტივებამდე და არასაბაზრო ჭარბი სიმძლავრეების დიდ გამოწვევამდე.

მოუთმენლად ველი თანამშრომლობის გაგრძელებას აშშ-ის პრეზიდენტთან და თქვენთან. გნახავთ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე,” - წერს ფონ დერ ლაიენი.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 14-16 თებერვალს გაიმართება. აშშ-დან მას ვიცე-პრეზიდენტი ვენსი და უკრაინისა და რუსეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი დაესწრებიან. კონფერენციას ასევე დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები