საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შედეგად ჩვენ უკვე გადავდგით პოლიტიკური ნაბიჯები და სხვა სათანადო პოლიტიკურ ქმედებებსაც განვახორციელებთ - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
"ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა კვლავ გრძელდება, თუმცა, როგორც იცით, ჩვენ უკვე შევაჩერეთ დახმარება ამ გადახედვის ფარგლებში. ამიტომ, ის, რომ ურთიერთობების გადახედვა მიმდინარეა, არ ნიშნავს, რომ არაფერი ხდება.
ჩვენ უკვე გადავდგით პოლიტიკური ნაბიჯები ამის ფარგლებში და გავაგრძელებთ სხვა სათანადო პოლიტიკურ ქმედებებსაც", - უპასუხა მეთიუ მილერმა.