"ამ ურთიერთობებს ნამდვილად სჭირდება გადატვირთვა" - პრემიერი კობახიძე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებლობაზე საუბრობს, იმ ფონზე, როდესაც აშშ-ს საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა აქვს გამოცხადებული, ევროკავშირმა კი,“ევროპული სამშვიდობო ფონდიდან” €30-მილიონიანი ტრანში და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა. განუსაზღვრელი ვადით გადაიდო „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებაც... კობახიძე ამ გადაწყვეტილებებს კონტრპროდუქტიულს უწოდებს და ირწმუნება, რომ მისი მეთაურობით ხელისუფლება ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზად არის და შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება...