მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უსაფრთხოება და მისი სტანდარტები კომპანია „ვესკოში“

6128fc977d0d3
BM.GE
27.08.21 19:05
913
საქართველოში სულ ახლახანს შემოვიდა მულტიფუნქციური სამშენებლო კომპანია „ვესკო“. მათი შემოთავაზებები მრავალხრივია - სერვისი ნულიდან პროექტის დასრულებამდე. კომპანიის მმართველი ბესო აბაშიძე აღნიშნავს, რომ მომსახურებისა და პროდუქციის საუკეთესო ხარისხისა და ფასის გარდა, უსაფრთხოება ვესკოსთვის უმნიშვნელოვანესია.

- მომსახურების ყველა ეტაპზე უსაფრთხოება ჩვენი კომპანიისთვის განუყოფელი ნაწილია, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე. შრომის უსაფრთხოება ჩვენთან მკაცრად კონტროლდება და დაცულია ყველა მომსახურე პერსონალის უსაფრთხოება. შრომის უსაფრთხოების სისტემა საქართველოსთვის ჯერ კიდევ ახალი ტერმინია. სულ რამდენიმე წელია, რაც ქართულ კანონმდებლობაში დამკვიდრდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ტერმინი სამუშაო ადგილზე ჯანსაღი სამუშაო პირობების შექმნას, დასაქმებულთა უსაფრთხოდ მუშაობის რეგულირებასა და ჯანმრთელობის დაცვას გულისხმობს, თუმცა ჩვენთვის შრომის უსაფრთხოება პროქტების განუყოფელი ნაწილია, რადგან ჩვენ უკან 20-წლიანი უცხოური გამოცდილებაა.

რაც შეეხება თვითონ ჩვენს პროდუქციას - გავყვეთ ეტაპობრივად და ცეცხლგამძლე კარებით დავიწყოთ. ისინი განთავსებულია არა მხოლოდ მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებში, არამედ უშუალოდ ბინებშიც. ძირითადად, ხანძრისას ადამიანის გარდაცვალებას არა ცეცხლი, არამედ კვამლი იწვევს, ამიტომ ოთახების კარებიც ცეცხლგამძლეა (30 წუთიდან 120 წუთამდე - გააჩნია დამკვეთის მოთხოვნას).

უსაფრთხოა სადარბაზოც. მაგალითისთვის, წარმოიდგინეთ კიბის უჯრედი, რომელშიც კარია დამონტაჟებული. კიბის უჯრედიდან ან ლიფტის მხარეს გავდივართ ან გამოვდივართ კორიდორში, სადაც ბინებში შემსვლელი კარებია. ჩვენს სისტემაში კიბის უჯრედი იზოლირებულია. თუ ხანძარი ხდება, ადამიანმა სწორედ ამ უჯრედში უნდა შეაფაროს თავი. აქ კარი ავტომატურად იკეტება და მინიმუმ, 120 წუთით ეს ადგილი აბსოლუტურად დაცული ხდება. ირთვება დიდი ვენტილატორები, რომელთაც კვამლი ავტომატურად გააქვთ გარეთ, მეორე სისტემას კი, შიგნით სიფთა ჰაერი შემოაქვს. ხანძრის შემთხვევაში, ამ ტიპის სადარბაზოში ყოფნა ლეტალურ შედეგს, ფაქტობრივად, გამორიცხავს.



რაც შეეხება ჩვენს ლიფტებს, მათ H კლასის სერტიფიკატი აქვთ. ისინი გამოიყენება არა მხოლოდ თურქეთში, არამედ გერმანიაში და მსოფლიოს სხვა წამყვან ქვეყნებში. ლიფტები ხანძარსაწინააღმდეგო ელემენტებითაა აღჭურვილი. შახტში, ყველა სართულზე ყენდება სენსორები, რომლებიც ხანძრის შემთხვევაში აფიქსირებენ, თუ რომელ სართულზეა ხანძარი და საიდან ხდება დაკვამლიანება. ვითარების შეფასების შემდეგ ლიფტს მგზავრი უახლოეს უსაფრთხო წერტილამდე მიჰყავს და კარიც შესაბამის სართულზე იხსნება. ჩვენი ლიფტის მონტაჟი შახტის დაწნეხვის სისტემასაც მოიცავს, რაც დაკვამლიანებას უშლის ხელს. ზოგადად, ჩვენი ლიფტების კარი კვამლსა და ცეცხლს გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ატარებს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლი და კვამლი შახტში ხვდება, ისევ აღნიშნული სისტემა აქტიურდება - კვამლი გარეთ გააქვს და შემოაქვს სუფთა ჰაერი. ლიფტს კი, როგორც გითხარით, მგზავრი უახლოეს უსაფრთხო წერტილამდე მიჰყავს.

აღსანიშნავია, რომ თითოეული კარი, რომელიც ჩვენს საწარმოში მზადდება, ცეცხლგამძლეობაზე ლაბორატორიულ შემოწმებას გადის. ჩვენი გვინდა, რომ სწორედ ასეთი უსაფრთხო ლიფტები შემოვიტანოთ ქართულ რეალობაში.

როგორც შრომის უსაფრთხოების ექსპერტი ირაკლი არაბიძე აღნიშნავს, ხშირად საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც შეხება არ აქვს შრომის უსაფრთხოების სფეროსთან, ამ ტერმინს კომპანიის უსაფრთხოების დაცვასთან აიგივებს, ამიტომ შრომის უსაფრთხოების სფეროში ჩართულ პირებს ხშირად უწევთ იმის ახსნა, თუ რა არის რეალურად ეს სფერო, ღირებულებები გააჩნია და რა სარგებლობა მოაქვს მას.

- როგორი ვითარებაა საქართველოში შრომის უსაფრთხოების კუთხით და რამდენად აქცევენ ამ მიმართულებას ყურადღებას სამშენებლო ან სხვა პროფილის კომპანიები?

შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობა ქვეყანაში მხოლოდ მეოთხე წელია რაც მოქმედებს და ეს დრო ნამდვილად არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ქვეყანაში მოქმედმა კომპანიების, თუნდაც, 50%-მა გაიაზროს შრომის უსაფრთხოების სავალდებულო ხასიათი და დაიწყოს მისი დანერგვა. ამ წინაღობას კიდევ უფრო ართულებს ის ხარჯები, რომლებსაც ბიზნესი, როგორც წესი, გაურბის და მაქსიმალური მოგების მიღებას მინიმალური ადამიანური და კაპიტალური რესურსებით ცდილობს.. ამასვე მოწმობს შრომის ინსპექციის სამსახურის ყოველწლიური სტატისტიკა, სადაც მითითებულია, რომ შემოწმებული კომპანიებიდან ყველა მათგანში აღმოჩნდა დარღვევები, თან საკმაო ოდენობით, რაც გავლენას ახდენდა დასაქმებულების უსაფრთხო შრომაზე, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სამშენებლო ობიექტებზე ყოველწლიურად უფროდაუფრო მცირდება დაღუპულ და დაშავებულ დასაქმებულთა ოდენობა.

- თუ შეგვიძლია გამოვყოთ ამ კუთხით მოწინავე ქვეყნები და ვთქვათ, დღეისმდგომარეობით, სად არის ჩვენი ადგილი?

- შრომის უსაფრთხოების კუთხით მოწინავე ქვეყნებად დანია, შვედეთი, ნორვეგია და ფინეთი უნდა მივიჩნიოთ, მაგრამ ამ ქვეყნებში წარმოებები და ინდუსტრიები, დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ნაკლებადაა განვითარებული და ათვისებული. საქართველოსათვის წარმატებული მაგალითი უთუოდ ლიტვა, ლატვია და ესტონეთი უნდა იყოს, როგორც საერთო მძიმე წარსულის (საბჭოთა სივრცის) ქვეყნები. არსებობს ბოლო წლებში ჩატარებული რამდენიმე კვლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველოსთვის ყველაზე მორგებული ლატვიის შრომის უსაფრთხოების სისტემაა, საკანონმდებლო ბაზით, აღსრულების მექანიზმითა და ბიზნესის დამოკიდებულებით. თუმცა, ამ ეტაპზე სახელმწიფო ამ მოდელზე გადასვლას არ განიხილავს და მხოლოდ ევროდირექტივების პირდაპირი ტრანსპოზიციითაა დაკავებული.

- რა რჩევებს მისცემდით სამშენებლო კომპანიებს: რა უნდა გაითვალისწინონ მათ მშენებლობის პროცესში?

- სამშენებლო კომპანიებმა, პირველ რიგში, უნდა გაითალისწინონ, რომ სწორედ მათზეა პასუხისმგებლობა დასაქმებულთა უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის მიზნით. დღეს მოქმედი კანონმდებლობა დამსაქმებელს აკისრებს მთელ რიგ ვალდებულებებს და მკაცრ ზედამხედველობას უწესებს, როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის, ისე მუნიციპალური ინსპექციის სახით. ამასთან, სანქციის ოდენობა საკმაოდ მაღალია და დამატებით, დასჯის მექანიზმად სამუშაო პროცესის შეჩერებაც გამოიყენება.



(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები