“უსაფრთხოების გარეშე ვერანაირი ეკონომიკური განვითარება ვერ იქნება სწრაფი და რაც მთავარია, ვერ იქნება მდგრადი", - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ "საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან" შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, ის დღეს ბიზნესს სწორედ დაგეგმილ რეფორმებს გააცნობს.
„ ჩვენ ეს ყველას კარგად გვესმის და განსაკუთრებით გვესმის ის, რომ საკმაოდ მწვავე გამოწვევების წინაშე მდგომ რეგიონში ვცხოვრობთ და ვმუშაობთ. ასევე კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორები, როგორიც არის ტურიზმი, ტრანზიტი პირდაპირ არის დაკავშირებული უსაფრთხოების თემებთან, მათ შორის ენერგეტიკა და ეს თანამშრომლობა შინაარსობრივი და პრაქტიკული, - დარწმუნებული ვარ, რომ საინტერესო და შედეგის მომტანი იქნება ორივე მხარისთვის. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ დღეს მოგიყვებით იმ რეფორმებზე, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტროში ვახორციელებთ და რა თქმა უნდა მზად ვართ, ყველა თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას, კავშირშია თუ არა ის თქვენს კონკრეტულ ბიზნესებთან ან ეკონომიკასთან, შეძლებისდაგვარად გავცე პასუხი”, - განაცხადა მინისტრმა.

























