მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის 9 თვეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 89 890 პირი დააჯარიმა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი ადამიანის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა იწვევს მძღოლის დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით 89890 მძღოლი დააჯარიმეს, რომელთა რიცხვშიც შეიძლება იყვნენ ისეთებიც, რომელთაც ჯარიმის გადაუხდელობისთვის საურავი დაეკისრათ. მხოლოდ პირველადი ჯარიმის რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, მიმდინარე წლის 9 თვეში ბიუჯეტში საჯარიმო სანქციებიდან მინიმუმ 3 595 600 ლარი შევიდა.
აღსანიშავია, რომ საპატრულო პოლიციის მიერ ბოლო სამ თვეში საკმაოდ დიდი მოცულობის ჯარიმა გამოიწერა. მათ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის ივლისში 14 333, აგვისტოში 15 598, სექტემბერში კი 14 829 მძღოლი დააჯარიმეს.