საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველო Global Finance-ის რეიტინგში უსაფრთხოების კუთხით, რეგიონის ლიდერია. მისი განმარტებით, მთავრობის რეფორმები წარმატებულია და არსებობს რესურსი მათი გაუმჯობესებისთვის.
“უსაფრთხოებაში იგულისხმება კომპონენტები, როგორიცაა მოქალაქეების დაცულობის ხარისხი, კრიმინოგენული სიტუაცია, ადამიანის პირადი უსაფრთხოება, კონფლიქტების შესაძლებლობა და ა.შ.“ - განაცხადა მან
პრემიერის განმარტებით, საქართველო უსაფრთხოების კუთხით ბევრ განვითარებულ ქვეყანას უსწრებს.
„მსოფლიოს 128 ქვეყნიდან საქართველომ უსაფრთხოების კუთხით 9.68 ქულა დააგროვა რაც ნიშნავს, რომ ვართ 49-ე ადგილზე. ეს არის ძალიან დიდი წარმატება, ვუსწრებთ ბევრ განვითარებულ ქვეყანას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი რეფორმები არის წარმატებული და ცხადია არის რესურსი ამ რეფორმების გასაუმჯობესებლად“ - განაცხადა ბახტაძემ

























