მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრთა შემადგენლობას სდსს-ის უფროსი დაემატება

635fa9bb5e028
ინგა მურუსიძე
31.10.22 15:27
444
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობას საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსით მიიღებს მთავრობის ინიციატივით მომზადებული შესაბამისი კანონპროექტი, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ გააცნო.

მომხსენებელმა „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტზე პირველი მოსმენის ფარგლებში, პრინციპების დონეზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური აქტიურად არის ჩართული იმ სპეციალური, ოპერატიული და სხვა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაში, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საფრთხეების გამოვლენა-აღკვეთას ემსახურება.

მისივე თქმით, სამსახური ისეთ საქმიანობას ახორციელებს, რომელიც „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ეროვნული უსაფრთხოების სფეროს მიეკუთვნება.

კომიტეტმა განხილულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები