მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USAID Georgia #საქართველოსმეგობარი ექსპორტში

BM.GE
11.07.23 11:10
159
აჩინებული - ეს არის კომპანია რომელიც 2018 წლის ივლისიდან ფუნქციონირებს და მისი საქმიანობაა მთელი წლის განმავლობაში საქართველოში ფერმერებისგან მიღებული ხილის გადამუშავება. კომპანიის მიზანია მაღალი ხარისხის, 100% ნატურალური ხილის წვენის წარმოება, რისთვისაც საწარმო აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების ტექნიკით. კომპანია ახორციელებს პროდუქციის ექსპორტს ამერიკაში, ინგლისში, საფრანგეთში, უკრაინაში, ბალტიის რესპუბლიკაში, ყაზახეთში, ერაყში და მალე აზერბაიჯანსა და ბულგარეთში. USAID-ის დახმარებით საწარმოში დაინერგა დამუშავების ახალი ტექნიკა და ISO სტანდარტები, კომპანია USAID-ის დაფინანსებით მონაწილეობს მრავალ გამოფენაში. 

wowchy არის ჩუქების ვებ პლატფორმა, რომლის საშუალებით შესაძლებელია ნებისმიერი ბრენდის სასაჩუქრე ვაუჩერის გაგზავნა საყვარელ ადამიანებთან სმს ან ელ. ფოსტის საშუალებით სულ რამდენიმე წუთში. wowchy 2 წელიწადზე მეტია ოპერირებს საქართველოში და წელს გეგმავს ლონჩს უზბეკეთში, სადაც უკვე მოახდინა კომპანიის რეგისტრაცია და შეიტანა განაცხადი IT park-ში რეზიდენტობაზე. 

სტუმრები: გოჩა ღვინეფაძე "აჩინებულის" დამფუძნებელი და დირექტორი;
თათია ხაინდრავა - wowchy-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები