შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდა და ტრანსკასპიურ დერეფანში საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაფართოება - ამ საკითხებზე USAID-ი და მაერსკი თანამშრომლობას იწყებენ. როგორც დღეს გამართულ ღონისძიებაზე აღინიშნა, საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის არაერთი მიმართულებითაა სამუშაო, მათ შორის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და პროცესების გაციფრულება. ამ მიმართულებით ერთ-ერთ გამოწვევად ასევე აღინიშნა, დერეფანში ტვირთების გადაზიდვის კონტეინერიზაციის დონის ამაღლების საჭიროება. რა სჭირდება შუა დერეფანს კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად და რა ნაბიჯები იდგმება ამ მიმართულებით.