USAID და Sweeft პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული მარკეტინგის სფეროში საგანმანათლებლო პლატფორმის გასავითარებლად პარტნიორობას აგრძელებენ. 16 ნოემბერს პარტნიორობის შეთანხმება პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული მარკეტინგის სფეროში საგანმანათლებლო პლატფორმის გასავითარებლად USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორმა და Sweeft -ის აღმასრულებელმა დირექტორმა გააფორმეს. რომლის საფუძველზეც, USAID-ის მხარდაჭერით, Sweeft და მისი პარტნიორები იმუშავებენ პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისა და ციფრული მომსახურებების ბაზრების საჭიროებების გადაჭრაზე. რას მოიცავს 20-ი ახალი მოკლევადიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც პროფესიული უნარების მიმართულებით უნდა მომზადდეს.
შეთანხმების პირობების მიხედვით პროგრამები კერძო სექტორში ყველაზე მოთხოვნადი ტექნიკური და კომპიუტერული უნარების განვითარებაზე ფოკუსირებული იქნება. კომპანია უმასპინძლებს სამ კოჰორტას, 150 სტაჟიორს და წარმატებული კურსდამთავრებულები Sweeft -ში დასაქმდებიან. რა სჭირდება კომპანიას და შესაბამისად რა მოხვდება ამ სასწავლო პროგრამებში?
სტუმარი: ნინი მოსიაშვილი - Making Science | Sweeft-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი;