გუშინ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების 5-წლიანი პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ამ პროგრამამ მხარი დაუჭირა საქართველოში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილებების შექმნას, მათ შორის გაყიდვების 65 მილიონი დოლარით ზრდას, 5000-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნას, 5000 მუშაკისთვის პროფესიული უნარების ტრენინგის ჩატარებას და 35 სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეწყობას. პროგრამის ფარგლებში მოზიდული ინვესტიცია 34 მილიონ დოლარს შეადგენს.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ მრავალი ინიციატივა განახორციელა პრიორიტეტული სექტორების გაძლიერების მიზნით, მათ შორისაა გაზიარებული ინტელექტუალური სერვისები, მსუბუქი მრეწველობა, ნარჩენების მართვა, ტურიზმი თუ სხვა.
სტუმარი: დავით წიკლაური - USAID-საქართველოს კერძო სექტორის განვითარების უფროსი მრჩეველი;