USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და სერტიფიცირების პროექტის დახურვით ღონისძიება უმასპინძლა. პანელური დისკუსიის ფარგლებში, პროგრამის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებმა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და სერტიფიცირების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ღონისძიების დასასრულს, პროგრამის თითოეულ ბენეფიციარს სიმბოლური სერტიფიკატი გადაეცა.