მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USAID-ის ენერგეტიკული საპილოტე პროექტების II ეტაპის კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო

USAID-ის ენერგეტიკული საპილოტე პროექტების მეორე ეტაპის კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამის ფარგლებში 30 საპილოტე პროექტის განსაზღვრა უნდა მოხდეს, რომელთა განხორციელებაც 2 წელში იგეგმება. პროგრამა, კონკურსის საშუალებით მიმდინარე წელს 9 ენერგეტიკული საპილოტე პროექტის განაცხადს შეარჩევს და მას კერძო სექტორთან თანამშრომლობით განახორციელებს. ენერგეტიკული საპილოტე პროექტის არეალი უნდა აკმაყოფილებდეს პროგრამის ძირითად მიმართულებებს, როგორებიცაა ენერგოეფექტურობა, მოთხოვნის და ენერგიის მართვის სისტემები და დივერსიფიცირებული, მდგრადი, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება.

პროგრამის მატერიალური თანამონაწილეობა თითოეულ საპილოტე პროექტის შემთხვევაში არ არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი ინვესტიციის 50 %-ს, რომელიც თანხობრივად არ უნდა იყოს 100 000 აშშ დოლარზე მეტი. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 7 დეკემბერია.

სტუმარი: თათა მურცხვალაძე - ენერგეტიკაში ინვესტიციების ხელშეწყობის მიმართულების ხელმძღვანელი, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები