USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის ორგანიზებით თბილისში ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით „ბიზნეს კავშირები კაპიტალსა და ინოვაციურ ფინანსებზე ხელმისაწვდომობისთვის“, რომლის მიზანი ქართული კომპანიებისთვის ინოვაციური ფინანსური პროდუქტების წარდგენა და ასევე მათი მხარდაჭერაა ბიზნეს კავშირების დამყარებაში ფინანსურ მრჩევლებთან და ინვესტორებთან. რას გულისხმობს ფინანსურ მრჩეველთა პროექტი და როგორ დაეხმარება USAID-ი ქართულ ბიზნესს.