მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამამ ტრანზაქციის მრჩეველთა მხარდაჭერის პროექტი წარდგენა

​​USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის ორგანიზებით, გასული კვირის ბოლოს, 27 სექტემბერს თბილისში მასშტაბური ღონისძიება სახელწოდებით „ბიზნეს კავშირები კაპიტალსა და ინოვაციურ ფინანსებზე ხელმისაწვდომობისთვის“ გაიმართა. ღონისძიების მიზანი ქართული კომპანიებისთვის ინოვაციური ფინანსური პროდუქტების წარდგენა და ასევე მათი მხარდაჭერა იყო ბიზნეს კავშირების დამყარებაში ფინანსურ მრჩევლებთან და ინვესტორებთან. USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამა გასული წლის განმავლობაში საპილოტე რეჟიმში ფუნქციონირებდა და ფინანსური მრჩევლების ჩართულობით, არაერთ კომპანიას დაეხმარა ინვესტიციების და ფინანსების მოზიდვაში. მიღებული გამოცდილების საფუძველზე, მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან, პროექტი განახლებული კონცეფციით დაეხმარება ქართულ კომპანიებს გამოიყენონ წამყვან ფინანსურ მრჩეველთა მომსახურება, რაც, წინა წლის მსგავსად, დიდწილად დაფინანსდება USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის მიერ.

სტუმრები: გიორგი დარჩია - USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე;

თამუნა ბიბილური - USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის კერძო სექტორის განვითარების მენეჯერი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები