მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

USAID-ის FIP-ის დირექტორის მოადგილე სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი გახდა

გიორგი დარჩია

USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის დირექტორის მოადგილე სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გახდა.

გიორგი დარჩიას საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება აქვს.

ბიოგრაფია

განათლება: ბიზნესის ადმინისტრირება - ლინკოლნის უნივერსიტეტი, სან ფრანცისკო, კალიფორნია, აშშ;

სამუშაო გამოცდილება:

  1. 2005 –2008 წ.წ. – უფროსი ეკონომისტი - საქართველოს ეროვნული ბანკი - მონეტარული ოპერაციებისა და მონეტარული ოპერაციების განყოფილებები. თბილისი, საქართველო;
  2. 2005 - 2010 წ.წ. – მთავარი ეკონომისტი - საქართველოს ეროვნული ბანკი - რისკების მართვის განყოფილება. თბილისი, საქართველო;
  3. 2011 –2012 წ.წ. – პენსიის რეფორმის განვითარების მენეჯერი/კონსულტანტი - დელოიტი - USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა. თბილისი, საქართველო
  4. 2012 –2014 წ.წ. – ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მენეჯერი - ფლეგ ინთერნეიშენელი - USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა. თბილისი, საქართველო
  5. 2014–2017 წ.წ. – განვითარების და აღსრულების მენეჯერი - ლენდ ო’ლეიქსი – ABADE, USAID-ის განვითარების პროგრამა. ქაბული, ავღანეთი ;
  6. 2017 –2019 წ.წ. – კვლევის და განვითარების და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტების ხელმძღვანელი - სსიპ აწარმოე საქართველოში. თბილისი, საქართველო;
  7. 2019 –2023 წ.წ. – კომპონენტის ხელმძღვანელი - დი ეი აი გლობალი – USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა. თბილისი, საქართველო;
  8. 2023 –2025 წ.წ. – პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე – პალადიუმ ჯგუფი - USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამა. თბილისი, საქართველო.

მას შემდეგ, რაც პოსტიდან წავიდა დავით წითლიძე, ამ დრომდე, სააგენტოს პირველი მოადგილე გიორგი ფანცულაია დირექტორის მოვალეობასაც ასრულებდა.

სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროგრამებს/პროექტებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები