მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USAID-ის მხარდაჭერილი CENN-ის პროექტი პლასტმასის მართვა-გადამუშავებაზე

CENN-მა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით პროექტი “საზოგადოების გაძლიერება ცირკულარული გადაწყვეტების დანერგვისათვის საქართველოში“ აწარმოა, რომლის ფარგლებშიც სპეციალური ღონისძიებაც გაიმართა,პანელურ დისკუსიებით, ვიზუალური მასალების გამოფენით და პროექტის ფარგლებში გამარჯვებული ჟურნალისტების დაჯილდოებითაც.პროექტის მიზანი პლასტმასის ცირკულარული გადამუშავების მნიშვნელობის საზოგადოებისთვის, კერძო და სამთავრობო სექტორისთვის გაცნობა იყო.

პროექტს უძღვება სენი-ეს არის კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, თავის დროზე ჩამოყალიბებული ნანა ჯანაშიას და თანამოაზრეების მიერ. და ამ პროექტს ანუ “საზოგადოების გაძლიერება ცირკულარული გადაწყვეტების დანერგვისათვის საქართველოში“ ფარგლებში, მიმდინარეობს საქართველოს გამორჩეული პარტნიორებისა და მხარდამჭერების, USAID-ის, და კერძოდ კი USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით.

სტუმრები: მაია ნიჟარაძე - USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენელი; გიორგი გულიაშვილი - ნარჩენების მართვის ასოციაციის დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები