ახალგაზრდების პროფესიული განვითარებისა და დასაქმების მიზნით, „ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი - ICDC”, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, თბილისსა და რეგიონებში, მასშტაბური სტაჟირების პროექტის მეორე ფაზას იწყებს. პროექტის ფარგლებში 50-ზე მეტი პარტნიორი კერძო კომპანიის შერჩევა მოხდება 5-ი სხვადასხვა სექტორიდან და 150 სტუდენტს/კურსდამთავრებულს ექნება შესაძლებლობა გაიაროს ანაზღაურებადი სტაჟირება და მიიღოს პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა.
სტუმრები: მაკა კუკავა - „ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი - ICDC”, პროექტის ექსპერტი;
ნათია კაპანაძე - USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის გენდერისა და ახალგაზრდების საკითხების ექსპერტი.