მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

USAID-ის პროგრამების 83%-ს ოფიციალურად ვაუქმებთ - რუბიო

აშშ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ USAID-ის პროგრამების 83% გაუქმდება. როგორც რუბიო სოციალურ ქსელ X-ზე წერს, დარჩენილ პროგრამებზე თანხას სახელმწიფო დეპარტამენტი უფრო ეფექტიანად დახარჯავს.

"6-კვირიანი განხილვის შემდეგ ჩვენ ოფიციალურად ვაუქმებთ USAID-ის პროგრამების 83%-ს. 5200 კონტრაქტზე, რომლებიც ახლა გაუქმებულია, ათობით მილიარდი დოლარი დახარჯა ისე, რომ არ ემსახურებოდა (ზოგიერთ შემთხვევაში ზიანს აყენებდა კიდეც) აშშ-ის საკვანძო ეროვნულ ინტერესებს. კონგრესთან კონსულტაციის შემდეგ, განზრახული გვაქვს დარჩენილი პროგრამების 18% (დაახლოებით 1000) უფრო ეფექტიანად იმართებოდეს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ“, - წერს რუბიო და მადლობას უხდის ილონ მასკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს (DOGE), რომელმაც სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ამ ისტორიულ რეფორმაზე საათობით იმუშავა.

თეთრ სახლში მეორედ დაბრუნებული დონალდ ტრამპის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება საერთაშორისო განვითარების დახმარების პროგრამების სამი თვით შეჩერება აღმოჩნდა. აშშ მსოფლიოში ყველაზე მსხვილი დონორია, მხოლოდ 2023 წელს სახელმწიფო დეპარტამენტმა სხვა და სხვა უწყებებმა ქვეყანაში ასობით პროექტზე 68 მილიარდ დოლარამდე დახარჯა. დახმარებას ბენეფიციარი ქვეყნები ძირითადად აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ცნობილი როგორც USAID-ის გავლით იღებდნენ. ამ რეალობაში ტრამპის გადაწყვეტილებას გავლენა ბევრ ქვეყანაზე ექნება, რომელთა შორისაც არის საქართველოც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები