მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ და „ტრანსფორდის“ ერთობლივი ინიციატივით 43 ადამიანი დასაქმდა

62f4cb9493851
BM.GE
11.08.22 13:30
992

„პეის ჯგუფში“ შემავალმა ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა კომპანია “ტრანსფორდმა” USAID-ის პროგრამის - “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის’’ ფარგლებში 43 ადამიანი გადაამზადა და მათგან 32 უკვე “ტრანსფორდში” დასაქმდა, ხოლო 11 სხვადასხვა კომპანიაში.

გადამზადების ექვსკვირიანი კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, 43 მძღოლ-ოპერატორსა და დოკერს სერტიფიკატები დღეს საზეიმოდ გადაეცათ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს USAID/საქართველოს ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორმა მარიკა ოლსონმა, “ტრანსფორდის” დირექტორმა ვასილ მაზიაშვილმა, ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა.

როგორც ცნობილია, USAID-ის პროგრამის - “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” დაფინანსებით, “ტრანსფორდმა” ბათუმის საზღვაო აკადემიასთან და ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრთან ერთად ორი მოკლევადიანი სასწავლო კურსის პილოტირება განახორციელა, რომელიც ხელს შეუწყობს საზღვაო სატვირთო მომსახურებას. 
აღსანიშნია, რომ ინოვაციური მოდელის მხარდასაჭერად, მსურველების სასწავლო კურსი “ტრანსფორდმა” დააფინანსა.



“პროგრამა შედგა და ამის ნათელი და კონკრეტული მაგალითია ის 43 ადამიანი, რომელთაგანაც 32 უკვე “ტრანსფორდის” გუნდის ნაწილია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი და USAID-ის თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელი მომავალშიც ხელს შეუწყობს ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადებას და დასაქმებას. არაერთხელ მითქვამს, რომ ადამიანური კაპიტალის დეფიციტია თითქმის ყველა სფეროში, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში, ამიტომ ყველა მხარემ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ამ გამოწვევის დასაძლევად”, - აცხადებს “ტრანსფორდის” დირექტორი ვასილ მაზიაშვილი.

მისივე თქმით, “ტრანსფორდი” და USAID-ი განაგრძობენ მუშაობას სხვა დამატებითი კურსების შექმნაზე, რომლებიც მორგებული იქნება ბიზნესისა და ბაზრის საჭიროებებზე.

ცნობისთვის: საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელის შექმნაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს კომპანია “ტრანსფორდის’’ პარტნიორობა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან და დარგობრივ ასოციაციებთან, როგორებიცაა: "საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაცია’’ და ,,ქალთა საერთაშორისო სავაჭრო და საზღვაო ასოციაცია’’. სწორედ, მიმდინარე მოდელის ეფექტურობიდან გამომდინარე, კომპანია ტრანსფორდის ინიციატივით 11 აგვისტოს შეიქმნა დამატებით ახალი პარტნიორთა ჯგუფი, რომელიც აერთიანებს სსიპ კოლეჯ ფაზისს, ბიზნეს ფედერაციას „ქალები მომავლისთვის“, საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციასა და „ტრანსფორდს“. პარტნიორობის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

USAID-ის ხუთწლიანი პროგრამა - დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის ($24 მილიონი აშშ დოლარი) მიზნად ისახავს დამსაქმებლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის სტიმულირებას, კერძო სექტორთან თანამშრომლობით საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას ეკონომიკის ზრდადი სექტორებისთვის, ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობასა და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას
სამუშაოს მაძიებლებისთვის. ზემოაღნიშნული მოემსახურება ეკონომიკის პრიორიტეტული სექტორების კრიტიკული საჭიროებების დაკმაყოფილებას უნარების განვითარების პროგრამებში თანაინვესტირებისა და თანამონაწილეობის გზით. USAID-ის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობების შედეგად, 4,800 პირი ჩაერთვება მომზადება-გადამზადების პროგრამებში; სულ მცირე, 3,840 პირი დასაქმდება ან გაიუმჯობესებს სამუშაო პირობებს.

USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში: 1992 წლიდან, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ამერიკელი ხალხი, მხარს უჭერს საქართველოს თავისუფალი და განვითარებული დემოკრატიის მშენებლობაში. USAID-ის 35-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება, ჯანდაცვისა და განათლების სისტემების გაუმჯობესება, მზარდი სოციალური ინტეგრაცია.. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia

კომპანიის შესახებ: ,,ტრანსფორდი’’ პეის ჯგუფში შემავალი ერთ ერთი მსხვილი კომპანიაა რომელიც დაარსდა 2010 წელს შპს Pace International-ის (ნიუ-იორკში დაფუძნებული კომპანია) და შპს Pace Georgia-ს მიერ ტვირთის გადაზიდვის ოპერაციებისათვის ფოთის საზღვაო ნავსადგურში (ფოთის პორტი). შპს "ტრანსფორდი" ასევე ოპერირებს ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში რომელიც მიმდინარე წლის იანვარში დასრულდა „პეის ჯგუფისა“ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) ერთობლივი ძალისხმევით. შპს "ტრანსფორდი" ახორციელებს როგორც ნაყარი ასევე სხვადასხვა ტვირთების მომსახურებას. კომპანიას გააჩნია ორი შვილობილი კომპანია შპს ბ&პ (80% წილი) და შპს მეტალექს ტრანსი (52.5% წილი). პეის ჯგუფში 1000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და საშუალო წლიური ტვირთბრუნვა 3.5 მილიონ ტონას აჭარბებს. www.pace.ge

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები