მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ინიციატივა - ბიზნეს-ლიდერთა საბჭო

გუშინ, სასტუმრო შერატონ გრანდ მეტეხი პალასში, მთავრობის წარმომადგენლებმა, მათ შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა და აშშ-ს ელჩმა ბიზნეს-ლიდერთა საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართეს. ბიზნეს ლიდერთა საბჭო USAID-ის პროგრამის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის ფარგლებში და PMCG-ის პარტნიორობით შექმნილი პლატფორმაა. მისი მიზანი კი პროფესიული განათლების ხელშეწყობა, კადრების გადამზადება და იმ საკადრო დეფიციტის შევსებაა, რომლის წინაშეც ბიზნეს სექტორი დგას. ბიზნეს-ლიდერთა საბჭო 60-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. USAID-ის აღნიშნული პროექტი კი ერთი-ერთი გამორჩეული მაგალითია, სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების თანამშრომლობის. USAID-ის დამსაქმებლები პროფესიული განათლების ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი იგეგმება. როგორ ჩაიარა ბიზნეს-ლიდერთა საბჭოს შეხვედრამ და რა მიზნები აქვს პროექტს?

სტუმარი: ირინა წეროძე - USAID-ის პროგრამა "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" კერძო სექტორის ჩართულობის კომპონენტის ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები