USAID-ისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის ინიციატივის ფარგლებში, კომპანია ფუდსერვისში 500 კვტ. მზის ელექტროსადგურის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართა. USAID-ის მხარდაჭერით, კომპანიამ მზის ელექტროსადგური პარკინგის ტერიტორიაზე მოაწყო, რაც ფუდსერვისს საშუალებას მისცემს, წლის განმავლობაში 6 ათასი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშაოს. ჩადებული ინვესტიცია დაახლოებით 450 ათასი ლარია.