მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USAID - ისა და საქართველოს ბანკის ინიციატივის ფარგლებში, ბიზნესასოციაციები და კლასტერები სრულად აღჭურვილი 4B სივრცეებით უფასოდ ისარგებლებენ

USAID - ისა და საქართველოს ბანკის ინიციატივის ფარგლებში
29.11.23 13:59
637
სტატიაში საუბარია:

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, იწყებს ინოვაციურ ინიციატივას სექტორული ბიზნეს-ასოციაციებისა და კლასტერებისთვის, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა საქართველოს ბანკის 4B-ის ორივე ფილიალში უფასოდ ისარგებლონ სრულად აღჭურვილი შეხვედრებისა თუ მასშტაბური ღონისძიებების სივრცეებით.

4B წარმოადგენს სრულიად ახალი კონცეფციის მქონე ბიზნეს-სივრცეს, რომელიც აერთიანებს ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ყველა სერვისს. აქამდე 4B სივრცეების განსაკუთრებული პირობებითა და შეთავაზებებით სარგებლობა შეეძლოთ მხოლოდ საქართველოს ბანკის პარტნიორ საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.

ინიციატივის ოფიციალური წარდგენა ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისთვის მოხდა 28 ნოემბერს ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში, სადაც საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა პროექტის მონაწილე 11 ასოციაციასა და კლასტერს 4B სივრცეების სპეციფიკა და განლაგება შემოთავაზებული უპირატესობები, და სივრცეების გამოყენების წესები და პროცედურები გააცნეს. შეხვედრას ესწრებოდნენ USAID - ის დელეგაციის, საქართველოს ბანკისა და სექტორის წარმომადგენლები.

აღნიშნული სტრატეგიული თანამშრომლობა მიზნად ისახავს ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების (BSO) მდგრადობის ხელშეწყობას, და ინსტიტუციური და ფინანსური მდგრადობის გაძლიერებას, რაც დაეხმარება ასოციაციებსა და კლასტერებს, უფრო ეფექტურად უპასუხონ არსებული წევრების საჭიროებებს, მოიზიდონ ახალი წევრები და პარტნიორები, და ასევე, შექმნან დამატებითი შესაძლებლობები მთლიანად სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის. საპილოტე ეტაპზე, ინიციატივა მორგებულია USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის პარტნიორი და ბენეფიციარი ასოციაციებისა და კლასტერების საჭიროებებზე.

‘’ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისთვის, ჩვენმა პროგრამამ განახორციელა ოთხწლიანი ‘ორგანიზაციაზე მორგებული მხარდაჭერის პროგრამა (OCAP)’, და ჯამში ხელი შევუწყვეთ 21 ორგანიზაციის განვითარებას, ანალიტიკის, სწავლების, მენტორობისა და საგრანტო კომპონენტის გამოყენებით. საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა დამატებით სერვისებს ვთავაზობთ BSO - ებს, რათა კიდევ უფრო გავამყაროთ ბიზნეს-ასოციაციებისა და კლასტერების პოზიციონირება, და მათ მოიტანონ უფრო მეტი სასიკეთო ცვლილება იმ სექტორებისთვის, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ.’’ - ნათია კაციაშვილი, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენელი.

‘‘USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთად, 2021 წლიდან ვახორციელებთ არაერთ პარტნიორულ ინიციატივას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, მათ შორის: BizLink Clinic, B2B ფორუმები, სავაჭრო მისიები. ამჯერად, მხარს ვუჭერთ ბიზნეს ასოციაციებსა და კლასტერებს 4B სივრცის სერვისებით. 4B ფილიალებში მათ ექნებათ შესაძლებლობა დაჯავშნონ და ისარგებლონ სამუშაო სივრცეებით, დაგეგმონ შეხვედრები, დაესწრონ სხვადასხვა, მათთვის საინტერესო ღონისძიებას, შეხვდნენ დარგის ექსპერტებს და მიიღონ მათთვის სასარგებლო ბიზნეს რჩევები, ასევე, ისარგებლებენ პარტნიორი კომპანიების მიერ მათთვის შექმნილი სპეციალური შეთავაზებებით.’’ - ოლიკო ნაკაშიძე, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების პროექტების მენეჯერი.

„ჩვენი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე რეგულარულად გვაქვს შეხვედრები და ტრენინგები ჩვენს წევრებთან, ასევე ვატარებთ ბორდის შეხვედრებს და ასეთი ტიპის სივრცეების, განსაკუთრებით ამფითეატრის დარბაზის გამოყოფის შესაძლებლობა, ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იქნება ჩვენთვის. USAID - ის პროგრამასთან ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა და აქტივობა გვაკავშირებს, გვახარებს რომ კორპორაციული გაყიდვების ხელშესაყობად და პროდუქტის გაყიდვების კუთხით საქართველოს ბანკთანაც ვიწყებთ თანამშრომლობას და ვფიქრობ, მსგავსი წახალისებები ერთიანობაში ძალიან გაზრდის და დაეხამრება ჩვენს ორგანიზაციას ზრდასა და წინსვლაში“, - ანა შანშიაშვილი, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები