მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USAID საქართველოში ქალ მეწარმეთა ხელშეწყობას დამატებით რესურსებს მოახმარს

5e1ae35baef60
BM.GE
12.01.20 13:12
1822
USAID საქართველოში ქალ მეწარმეთა ხელშეწყობას დამატებით რესურსებს მოახმარს, - ამის შესახებ USAID საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი აცხადებს. განცხადება USAID საქართველოს მისიის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

„2020 სულ ახლახან დადგა, თუმცა USAID-მა, ამერიკელი ხალხის დახმარებით უკვე დაიწყო ახალი პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს განათლების, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკური მმართველობის რეფორმების გატარებაში.
ჩვენ გავაძლერეთ არსებული ინიციატივებიც, რომლებიც ხელს შეუწყობს არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებს, კანონის უზენაესობასა და მმართველობას. გავაფართოვეთ ფერმერთა და სურსათის მწარმოებელთა მხარდაჭერაც.

და ბოლოს, ამ წლიდან ახალ რესურსებს მოვახმართ ქალ მეწარმეთა ხელშეწყობას, რათა მათ დაიწყონ და გააფართოვონ წარმატებული ბიზნესი და თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში.

და ეს მხოლოდ დასაწყისია. წელს, ჩვენ დავასრულებთ ახალ, ხუთწლიან სტრატეგიაზე მუშაობას. ახალი სტრატეგია დაფუძნებული იქნება ჩვენს მყარ პარტნიორობაზე საქართველოსთან. გავაღრმავებთ პარტნიორობას საქართველოს მთავრობასთან და თანამშრომლობას კერძო სექტორთან. საქართველოს მოქალაქეები კი კვლავაც ჩვენი საქმიანობის ცენტრში იქნებიან. გავაგრძელებთ და განვაახლებთ ჩვენს ძალისხმევას მოქალაქეზე ორიენტირებული მმართველობის და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის გასაძლიერებლად. ჩვენს მიერ დასახული პრიორიტეტები დაეხმარება საქართველოს საკუთარი რესურსების გამოყენებით დაძლიოს არსებული გამოწვევები და გარე საფრთხეები.

მოველით პარტნიორობას წელსაც და მომავალშიც, რათა ხელი შეუწყოთ საქართველოს გააგრძელოს სტაბილური პროგრესი ქვეყნის სრული გაძლიერების გზაზე“,- ნათქვამია პიტერ ვიბლერის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები