მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USAID #საქართველოსმეგობარი

"კერკი", ქართული მშრალი ხილის ბრენდია, რომელიც ხუთი სახის პროდუქტს მოიცავს: ჩირი, ჩურჩხელა, ტყლაპი, ცუკატი და თხილეული. კერკის საწარმო ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, მაღალმთიან აჭარაში მდებარეობს და პროდუქციას სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის უმაღლესი სტანდარტით აწარმოებს. კომპანიამ USAID თან თანამშრომლობა 2020 წლიდან დაიწყო, ერთ ერთი პირველი დონორი ორგანიზაცია 5 პარტნიორს შორის, და მას შემდეგ მხარში უდგას კერკის წარმოებას თითქმის ყველა მიმართულებით.

მეორე კომპანია, რომელსაც ასევე USAID-ი დაეხმარა, შპს ქართული აგროპროდუქტია. კომპანიასთან USAID-ის თანამშრომლობა 2014 წელს სამაცივრე მეურნეობით დაიწყო. USAID-ის დახმარებით კომპანიამ დანადგარების შეძენა შეძლო და 2017 წელს კომპანიამ უკვე ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი საწარმო ააშენა. კომპანია ასევე ამზადებს ხილისა და ბოსტნეულის პიურეებს. 2020 წლიდან კი შეიქმნა პროდუქტი, დასალევი ხილ-ბოსტნეული ბრენდი "კეთილი და პატიოსანი". როგორ აისახა ბიზნესებზე USAID-ის მხარდაჭერა და კონკრეტულად რაში გამოიხატება მათი წარმატება?

სტუმრები: იოსებ მანჯავიძე - ,,შპს ქართული აგროპროდუქტის" პარტნიორი და აღმასრულებელი დირექტორი;

ნინო რესულიძე - "კერკის" გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები