მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USAID #საქართველოსმეგობარი საჯარო-კერძო დიალოგის ეფექტიან გამოყენებაში

USAID-ი საქართველოში ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის მექანიზმის ეფექტიან გამოყენებას, მათ შორის, ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების პროცესში. USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა საკვანძო ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერის პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კერძო და სამოქალაქო სექტორის ჩართულობის უზრუნველყოფას ყველა ეტაპზე. პროგრამა აქტიურად უწყობს ხელს საჯარო-კერძო დიალოგის წარმოებას, რაც ჩართულობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფორმას წარმოადგენს. პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარეობს რიგი საგრანტო აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავენ საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, დიალოგის არსებული პრაქტიკის შეფასებას, დახვეწას, საჯარო და კერძო დაინტერესებულ მხარეებს შორის ეკონომიკური რეფორმების შემუშავების პროცესში კონსტრუქციული, შედეგზე ორიენტირებული და მდგრადი დიალოგის წარმოებისათვის საჭირო შესაძლებლობების გაძლიერებას. 

სტუმარი: თეა კენჭაძე - USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის საჯარო-კერძო დიალოგის სპეციალისტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები