კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტი თითქმის ყველა სექტორშია. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით, „მეიქინგ საიენს სვიფტი“ USAID-ის პროგრამა „დამსაქმებელი პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით, წარმატებით ახორციელებს კარიერული აქსელერაციის პროგრამას. აქსელერაციის პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში საქართველოში არსებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას, შრომის ბაზარზე პროგრამის მონაწილეების დასაქმების მაჩვენებლისა და ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის გაზრდას.
USAID-ის ამავე პროგრამის მხარდაჭერით, მსხვილ სამედიცინო კომპანიებთან საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა, რაც მოიცავს „ჯეო ჰოსპიტალსის“ სასწავლო ცენტრის ფარგლებში საექთნო პერსონალის სასწავლო საჭიროებებზე ორიენტირებულ უწყვეტი საექთნო განათლების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას. ქსელის რეგიონული პოზიციონირებიდან გამომდინარე, აღნიშნული სისტემა ხელს შეუწყობს რეგიონებში საექთნო ადამიანური კაპიტალის გაძლიერებასა და, შესაბამისად, რეგიონის მოსახლეობისათვის უსაფრთხო და ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდებას.
სტუმრები: გიორგი მარიამიძე - „სვიფტის“ აღმასრულებელი დირექტორი;
ნათია ნოღაიდელი - “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელი.