მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უსამართლო საბინაო პოლიტიკა - დევნილები აქციას მართავენ

დევნილების აქცია უსამართლო საბინაო პოლიტიკის წინააღმდეგ. ოკუპირებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები 3 საათზე დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. როგორც დევნილები აცხადებენ, აფხაზეთის ომიდან სამი ათწლეულის შემდეგაც კი დევნილთა დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს ნორმალური საცხოვრისი და მათი უმეტესობა ისევ „დროებით“ კომპაქტურ დასახლებებში ცხოვრობს, ყოველგვარი ღირსეული და ადამიანური პირობების გარეშე. მათი თქმით, ამის მიზეზი კორუფციაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები