მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"უსახელაურის ვენახების" ღვინო ექსპორტზე გერმანიასა და ჩინეთში გავიდა

5b095960d12eb
BM.GE
26.05.18 17:20
1771
"უსახელაურის ვენახების" ღვინო რუსეთის შემდეგ, ჩინეთსა და გერმანიაში, ამ ეტაპზე 500 ბოთლით არის წარმოდგენილი.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნულ ქვეყნებში ღვინის სატესტო პარტიები გადაიტვირთა, ზოგადად კი, საქართველოს შემდეგ "უსახელაურის ვენახები" ყველაზე მეტ ღვინოს რუსეთში ყიდის, სადაც მიმდინარე წელს, ჯერ-ჯერობით 2 000 ბოთლია გასული.

"რუსეთის ბაზარზე მოთხოვნა ძალიან დიდია, თუმცა კომპანიას ამხელა მარაგები არ აქვს და შესაბამისად, მის სრულად დაკმაყოფილებას ვერ ვახერხებთ. სწორედ ამ მოთხოვნიდან გამომდინარე ვფიქრობთ, მივიღოთ სხვების ყურძენიც, დავამუშავოთ და ასე უფრო მეტის ჩამოსხმას შევძლებთ", - განაცხადა პაატა შარაშენიძემ.

რაც შეეხება კომპანიის ქარხანას, ის სოფელ ოყურეში მდებარეობს, სადაც ამ დროისთვის მხოლოდ 3 ადამიანია დასაქმებული. ამ დროისთვის საერთო ჯამში, მხოლოდ 10 000 ბოთლი ღვინოა ჩამოსხმული. სრული დატვირთვით ამუშავების შემთხვევაში კი, ქარხანას 100 000 ბოთლის ჩამოსხმა შეუძლია, რისთვისაც მეწარმეს კიდევ 5 წელი სჭირდება.

ამ დროისთვის "უსახელაურის ვენახები" 4 ჰა ვენახს ფლობს. ქარხნის საინვესტიციო ღირებულება 400 000 ლარია, საიდანაც 300 000 ლარი მისი დამფუძნებლების კაპიტალია, 100 000 ლარის ტექნიკური აღჭურვილობა კი მეწარმეებმა პროგრამა Enpard-ის დახმარებით შეიძინეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები