მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უშგულის საფრთხე - რატომ შეიძლება დაკარგოს თემმა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი?

BM.GE
04.05.21 12:02
559
მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანიდან 24 წლის შემდეგ, ზემო სვანეთის სოფელმა ჩაჟაშმა, შესაძლოა, საერთაშორისო მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი დაკარგოს. უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 1996 წელს მიენიჭა, როგორც გამორჩეული ლანდშაფტისა და კარგად შემონახული თავდაცვითი კოშკებისა თუ საეკლესიო ნაგებობების მქონე ადგილს. ჩაჟაშთან ერთად უშგულის თემი კიდევ სამ სოფელს აერთიანებს. 2004 წლამდე ძნელად თუ ვინმე გაბედავდა უშგულში ასვლას, სვანეთის გზაზე გახშირებული ყაჩაღობის ფაქტების გამო. ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, როცა საპოლიციო ძალებმა საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა დაიწყეს, ზემო სვანეთის სოფლები, რომლებსაც ცოცხალი ეთნოგრაფიული მუზეუმი უწოდეს, ტურისტების ყურადღების ცენტრში მოექცა. სასტუმროების დეფიციტის გამო, მოსახლეობამ ახალი, უმეტესად უნებართვო მშენებლობები დაიწყო და შედეგად, დავდექით მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სტატისის დაკარგვის საფრთხის ქვეშ.

სტუმარი: ბექა დადეშქელიანი - სასტუმრო "უშბა ჰილსის" წარმომადგენელი და "ჭკვიანი სოფელი საქართველოს" დამფუძნებელი.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები