მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უსული“ - ხელნაკეთი კოსმეტიკა რაჭიდან

607abac050de5
მარიამ იზორია
17.04.21 18:00
1512
„უსული“ - პანდემიის პერიოდში რაჭაში შექმნილი საოჯახო სტარტაპია, რომელიც ნატურალური საგვარეულო რეცეპტით დამზადებულ ხელნაკეთ კოსმეტიკას, თავის მოვლის საშუალებებსა და სამკურნალო წამლებს აწარმოებს.

როგორც bm.ge-ის „უსულის“ დამფუძნებლები ხატია ლობჯანიძე და ნანი კობახიძე უყვებიან, „უსულის“ პროდუქციის შემადგენლობაში ხარისხის სერტიფიკატის მქონე და ლაბორატორიულად შემოწმებული ნედლეულია, როგორიც არის კაკაოს კარაქი, რაჭული ფუტკრის ნატურალური თაფლი, მცენარეები და სხვა.

„უსული პანდემიის პერიოდში შეიქმნა, ექსპრომტად და არარაჭულად. სულ რაღაც შვიდი თვის ბრენდია, მაგრამ საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. ჩვენი გაყიდვები ერთგული მომხმარებლის დამსახურებაა, სწორედ მათი სიყვარული გახდა სტარტაპის შექმნის მოტივაცია. ვცდილობთ, გლობალურ პრობლემებსაც კი არ შევუშინდეთ და დასახული მიზნებისთვის ვიბრძოლოთ“, - აღნიშნავენ სტარტაპერები.

„უსულის“ პროდუქცია ონლაინ და ასევე, ონში „ეთონოონის“ მაღაზიაში იყიდება. რაც შეეხება ფასს, ნაწარმის ღირებულება 5-დან 50 ლარამდე მერყეობს.

სტარტაპერები სამომავლოდ თბილისში სალონური ტიპის მაღაზიის გახსნას, საგრანტო კონკურსებში მონაწილეობას და მეტი ადამიანის დასაქმებას გეგმავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები