მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდების საქმიანობა რეგულაციის/მონიტორინგის ქვეშ უნდა მოექცეს - ბიზნესის მოთხოვნა

გიდები

ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები უცხოელი გიდების დომინაციას აპროტესტებენ. ადგილობრივი გიდები კოლეგებს სხვა ქვეყნებიდან ბაზრის ოკუპაციაში და საქართველოს ისტორიის დამახინჯებულად გადმოცემაში სდებენ ბრალს. გიდები სახელმწიფოსგან სამართლიანი და კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფას ითხოვენ.

გიდების ასოციაცია “საგა”, წარმომადგენელი და ტურიზმის პროფკავშირების თანადამფუძნებელი ქეთი ბურნაძე ამბობს, რომ არსებობს რიგი ქვეყნები, სადაც უცხოელი გიდების საქმიანობა შეზღუდულია. მათი მოთხოვნაა, რომ საქართველომაც ეს გზა აირჩიოს და გარკვეულწილად შეუზღუდოს საქმიანობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

მისი თქმით, თუ ეს მიმართულება ტურიზმის შესახებ ახალ კანონში კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე არ მოხდება, ადგილობრივი ბიზნესი მნიშვნელოვნად დაზარალდება.

“თუ არ იქნა დამატებითი კანონქვემდებარე აქტებით კანონის გაკეთილშობილება სავალალო მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, რომ უცხო ქვეყნის ტურიზმის კანონების გათვალისწინება მოხდა, არცერთ ევროპულ ქვეყანაში არ ხდება მსგავსი რამ. პრიორიტეტი ენიჭება ადგილობრივ მოქალაქეს. მოთხოვნა გვაქვს, გათვალისწინებულ იქნეს ქართული ენის ცოდნა აუცილებლად, პრიორიტეტული იყოს საქართველოს მოქალაქე.

ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეების შეზღუდვა ტურისტულ ბიზნესში. ეს არის საკმაოდ პრესტიჟული საქმე და აუცილებლად რეგულაციების და მონიტორინგის ქვეშ უნდა მოექცეს. მონიტორინგის სქემა მარტივად შესასრულებელია, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. ნუ მივცემთ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს იმის უფლებასაც რასაც ჩვენ არ გვაძლევენ. ახლახან ჩეხეთის დელეგაცია გვყავდა, საერთაშორისო გიდების ასოციაციაში, რომლებმაც გვითხრეს რომ 3000 ევროა ჯარიმა, იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ვინც ტურს ჩაატარებს. მეორე ჯერზე კი დეპორტი ქვეყნიდან. საკმაოდ კარგი პრაქტიკაა, ნუ გამოვიგონებთ ახალ ველოსიპედს,”- ამბობს გიდების ასოციაცია “საგა”, წარმომადგენელი და ტურიზმის პროფკავშირების თანადამფუძნებელი ქეთი ბურნაძე.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები