მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უცხო ქვეყნის მოქალაქეს 2 კგ-მდე ნარკოტიკი საკონდიტრო შეფუთვაში აღმოაჩნდა – შემოსავლების სამსახური

ნარკოტიკები

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საბაჟო გამშვებ პუნქტში, უცხო ქვეყნის მოქალაქეს 2 კგ-მდე ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები საკონდიტრო შეფუთვაში აღმოაჩნდა.

სამსახურის ცნობით, მებაჟე ოფიცრმა ბარგის რენტგენო ინსპექტირებისას საეჭვო შიგთავსი დააფიქსირა, რის შემდეგაც შესაბამისმა უფლებამოსილმა პირმა ბარგი სპეციალური წითელი სტიკერით მონიშნა და დამატებითი ფიზიკურად დაათვალიერა.

„დამრღვევ მოქალაქეს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, სამგზავრო ჩანთაში საკონდიტრო ნაწარმის ორ ჰერმეტულ შეფუთვაში 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის მეთადონი, MDMA და კეტამინი ჰქონდა ჩამალული“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს. პროცესს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები