მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოელების საბანკო დეპოზიტებმა ₾7.7 მილიარდს მიაღწია

დოლარი ევრო

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, ქართულ ბანკებში არარეზიდენტი ფიზიკური პირების დეპოზიტების მოცულობა 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით 7.7 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც წინა თვესთან შედარებით 128 მილიონი ლარით მეტია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი ამ კატეგორიის დეპოზიტების ზომა 828 მილიონი ლარით, ხოლო ბოლო 2 წელში 3.6 მილიარდი ლარით გაიზარდა. მატების მთავარი მდგენელი რუსეთის ფედერაციიდან ემიგრირებული პირების საბანკო გადმორიცხვებია.

საქართველოს ეროვნული ბანკის უკანასკნელი წლიური ანგარიშის თანახმად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე არარეზიდენტთა დეპოზიტების 37% მოდიოდა, (2.4 მილიარდი ლარი), ამასთან უკრაინის მოქალაქეთა დეპოზიტები 400 მილიონამდე, ბელარუსის მოქალაქეთა დეპოზიტები კი 200 მილიონ ლარამდე იყო.

ფიზიკური პირები ქართულ ბანკებში სულ 27.2 მილიარდ ლარს ინახავენ, შესაბამისად, მათ შორის არარეზიდენტთა დეპოზიტები 28%-ს შეადგენს

არარეზიდენტი პირები საკუთარ დანაზოგებს ძირითადად (დეპოზიტების 84%-ს) უცხოურ ვალუტაში ინახავენ, ხოლო საქართველოს რეზიდენტი პირების დეპოზიტებში უცხოური ვალუტის წილი 58%-ია.

2023 წლის მაისში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რუსეთის მოქალაქეთა დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნა 40%-დან 80%-მდე გაზარდა, სებ-მა მაშინ განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ უცნობია რამდენი ხნის განმავლობაში გაჩერდება აღნიშნული დეპოზიტები ქვეყანაში, ამიტომაც მნიშვნელოვანია რომ ამ კაპიტალის მეშვეობით ბანკებმა გრძელვადიანი მოთხოვნები არ დააფინანსონ, რადგანაც უცნობია როდის დატოვებს აღნიშნული რესურსი ქვეყანას.

უცხოეთის რეზიდენტთა დეპოზიტები ქართულ ბანკებში 2015-2023 წლებში (სებ):

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები