“მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა გრძელდება. მედიცინის სფეროს წარმომადგენლებისთვის მთავარი პრობლემა კვლავ უცხოელებისთვის რეპროდუქციული სერვისების მიღების აკრძალვაა. კერძო სექტორში აცხადებენ, რომ კომპანიების ნაწილმა სომხურ ბაზარზე გადაწყობა უკვე დაიწყო, რასაც, მათი თქმით, ქვეყნიდან სუროგატი ქალების გადინებაც მოჰყვება. შედეგად, შემოსავლები 200-დან 300 მილიონ ლარამდე დაკარგვაა მოსალოდნელი. ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ დარგის კომერციალიზაცია პრინციპულად მიუღებელია. რა შენიშვნები აქვს ბიზნესს და როგორია დეპუტატებისა და ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია?