მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოელი და ქართველი გიდების სავალდებულო რეგისტრაცია დამატებით ერთი წლით გადავადდება;

უცხოელი და ქართველი გიდების სავალდებულო რეგისტრაცია დამატებით ერთი წლით გადავადდება. შესაბამისი ცვლილებები „ტურიზმის შესახებ კანონში შედის. პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტის თანახმად, ნაცვლად 2025 წლის 1 ივნისისა, ეს ვალდებულება 2026 წლის 1 ივნისიდან უნდა შევიდეს ძალაში. ეს კი იმ ფონზე, როდესაც გიდების სავალდებულო რეგისტრაცია გასული წლის დეკემბერში 6 თვით ვადით უკვე გადავადდა. ტურიზმის სექტორის ნაწილი მიიჩნევს, რომ დარგში რეფორმების გადავადება გამართლებული არაა, მით უფრო იმ ფონზე, რომ მათი თქმით, საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში მომრავლებული უცხოენოვანი გიდები ადგილობრივ ბიზნესს არაკონკურენტულ გარემოში აყენებს. რა მოტივით იგეგმება მორიგ ჯერზე გიდების სავალდებულო რეგისტრაციის გადავადება და რას ითხოვს ბიზნესი?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები