მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოელი გიდები საქმიანობას განაგრძობენ - კანონის აღსრულების გამოწვევები

გიდები შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შესული ცვლილებების აღსრულებას ითხოვენ. მათი ნაწილი აცხადებს, რომ უცხოელი გიდები საქმიანობას კვლავ ძველებურად განაგრძობენ. როგორც გიდები აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ კანონის მიღება დროული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, პრაქტიკაში მისი გაკონტროლება კვლავ დიდ სირთულეს წარმოადგენს. „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები სრულად, 1 მაისიდან ამოქმედდა. დადგენილების მიხედვით, მთავრობამ მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აუკრძალა. როგორ სრულდება კანონი და რას ითხოვენ გიდები?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები