მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უცხოელი კადრები მომსახურების სფეროში - რა ბერკეტი აქვს მომხმარებელს თუ მომსახურებას ქართულ ენაზე ვერ იღებს?

საქართველოში უცხოელი დასაქმებულები მომრავლდნენ, ყველაზე მეტად არაქართულენოვანი თანამშრომლები საკურიერო ბიზნესში და სამშენებლო კომპანიებში დასაქმდნენ. მიზეზად შრომით ბაზარზე წარმოქმნილი დეფიციტი სახელდება, რომლის დაბალანსებაც ბიზნესმა ამ გზით შეძლო. უცხოელი კადრების მომსახურების სფეროში გამოჩენამ კი მომხმარებლების უკმაყოფილება გამოიწვია, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოში არაერთი განაცხადი შევიდა, რომლის პასუხადაც სააგენტომ საკურიერო კომპანიებს მუშაობის ახალი სტანდარტი დაუდგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები